ბათუმში, მაშველებმა ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე გამოიყვანეს

ბათუმი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტები სანაპიროდან 5 კმ-ში კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და მათ ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები