არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო

“2014 წლამდე, C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწყებულ ახალი კამპანიის – „STOP C“ -ს გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ სფეროში დღეს გლობალური ლიდერია.
„პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუბრუნა, მათ შორის, აფხაზეთის რეგიონში. C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად, ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო – თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს, შეიარაღებას და ახალ შენობებს, რატომ არ შეუძლია, მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის? მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა, რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით. 2014 წლამდე, C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები