საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია – „STOP C“ იწყება

ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის ახალ კამპანიას „STOP C“ იწყებს. კამპანია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 3 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ.
ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის, თემურ რადიანის ნამუშევრებია გამოფენილი, ასევე, წარმოდგენილია ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.
ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.პრ
ოგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია. ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები