მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპზე 92 მსურველი მონაწილეობს

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპზე 92 მსურველი მონაწილეობს. საერთო სპეციალიზაციით -2, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით – 65 და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 25 გამოსაცდელი.
გამოცდის ელექტრონული სისტემა თითოეული გამოსაცდელისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენას უზრუნველყოფს. გამოცდის ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 5 ღიაპასუხიან დავალებას. ყოველი დავალება ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა, 15 ქულას. წერითი გამოცდა ტარდება გამოსაცდელის სურვილის შესაბამისად – ელექტრონული სისტემის საშუალებით ან წერილობითი ფორმით. გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების მსურველ გამოსაცდელს გადაეცემა სპეციალური საგამოცდო რვეული.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, გამოსაცდელებს, რომელთაც ტესტური დავალების შესრულების დროს, სულ ცოტა 70 ქულა დააგროვეს, საშუალება ჰქონდათ, მიემართათ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები აკვირდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები