მაშველები აჭარაში, მდინარე ჭოროხში, 51 წლის მამაკაცს ეძებენ

მაშველები აჭარაში, მდინარე ჭოროხში, 51 წლის მამაკაცს უკვე მეორე დღეა ეძებენ.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, უკვე მეორე დღეა, მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ. არსებული ინფორმაციით, გუშინ, მამაკაცი მდინარის პირას თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, ის მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი მის სამძებრო სამუშაოებს მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში აწარმოებს. ადგილზე მუშაობენ მყვინთავებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები