ზაზა გაბუნიამ საარჩევნო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა



რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა, ზაზა გაბუნიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად, საარჩევნო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ზღვის უბანში  მე-3 მ.რ. მე-4 კვ. 57-ე კორპუსთან – სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის ფარგლებში, მოეწყობა კაუჩუკის მოედანი და დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, გაკეთდება განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და შესრულდება სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ზაზა გაბუნიამ სპორტული მოედანიც მოინახულა, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მ.რ I კვარტალში, კლინიკა „ღია გულის” მიმდებარედ გაკეთდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები, მოეწყო ხელოვნური მწვანე საფარი და სტადიონი თანამედროვე ტიპის ლითონის ბადეებით შემოისაზღვრა.
თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა ზღვის უბნის მე-3 მ.რ. პირველი კვ. 22-ე კორპუსის მიმდებარედ ფიტნესზონაც მოინახულა, სადაც პროექტის ფარგლებში, კაუჩუკის მოედანზე 10 სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.
ზაზა გაბუნიამ, ნაძალადევის გამგებელთან ერთად, ზღვის უბანში, ანაპის პირველ შესახვევში, გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოც დაათვალიერა, სადაც 1200 კვ.მ –ზე ერთფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები