„ჩერნოვეცკის“ ფონდის წარმომადგენლებმა მინდელის შახტაში დაღუპული მეშახტის ოჯახი მოინახულეს
„ჩერნოვეცკის“ ფონდის წარმომადგენლებმა 4 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული მეშახტის პავლე გამეზარდაშვილის ოჯახი მოინახულეს.
პავლე გამეზარდაშვილის მშობლებს ფონდის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
„დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტრაგედია და არ გვტოვებს ყურადღების გარეშე. ჩემს შვილს ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ თქვენი გვერდში დგომა გვამხნევებს და გვანუგეშებს“, – განაცხადა დაღუპული მეშახტის მამამ გურამ გამეზარდაშვილმა.
ცნობისთვის, 4 აპრილს მინდელის სახელობის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს „ჩერნოვეცკის“ ფონდმა ფინანსური დახმარების სახით 7500-7500 ლარი გადასცა.
R