მთელი ქვეყნის მასშტაბით „ონლაინ-ინსტრუმენტების გამოყენება დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე“ განხორციელება დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგმოდულის – „ონლაინ-ინსტრუმენტების გამოყენება განათლების დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე“ განხორციელება დაიწყო.

ტრენინგის მიმდინარეობას თბილისის N169 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე გაეცნენ.

2-დღიან ტრენინგს ჯამში 3000-მდე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გაივლის.

ტრენინგზე პედაგოგები ეცნობიან საზიარო დაფის გამოყენების გზებს საგაკვეთილო პროცესში, შაბლონებზე დაყრდნობით სასწავლო რესურსების შექმნის პრინციპებსა და კომიქსების შესაქმნელ ინსტრუმენტებს. მასწავლებლები თავად შექმნიან სასწავლო რესურსებს, მათი გათვალისწინებით დაგეგმავენ გაკვეთილებს, შეაფასებენ შექმნილ რესურსებსა და მათ შესაბამისობას დაგეგმილი გაკვეთილის მიზნებთან.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილე მასწავლებელს 0.5 კრედიტქულა მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები