ჭუბერი-ხაიშის გზაზე მოძრაობა აღდგა

ჭუბერი-ხაიშის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. პოლიციის დახმარებით მანქანებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ. პრემიერმინისტრის მრჩეველთან, სოზარ სუბართან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებმა ბარიკადების მოშლა დაიწყეს.

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ადგილობრივები პროტესტს დროებით შეწყვეტენ. მათ პირობა მიიღეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შეაჩერებს და სოფელში არც სპეცნაზი შევა.

არსებული ინფორმაციით, ამ ათი დღის განმავლობაში ადგილზე სიტუაციას მინისტრები გაეცნობიან, .

საგამოძიებო სამსახური დღეს დილით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელ ჭუბერსა და ხაიშში შევიდა. სამართალდამცველებს ადგილობრივებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს და ქვები და ჯოხები ესროლეს.

5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები