შს მინისტრი პრემიერთან ერთად აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან. მინისტრმა შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელთან ფილიპ დოლიფთან გამართა. შეხვედრაზე სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული ორმხრივი პროექტები განიხილეს.
შსს-ს ცნობით, აქცენტი გაკეთდა აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა აშშ–ს მხარეს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მზადყოფნა გამოხატა ხელი შეუწყოს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და დონორია სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები