პასკალ მენიე: ჩვენ არავინ დაგვიშანტაჟებია, არც ვიცი ელჩმა როგორ შეიძლება დააშანტაჟოს მთავრობა

„არ ვიცი ეს სად მოისმინა, ჩვენ არავინ დაგვიშანტაჟებია, არც ვიცი ელჩმა როგორ შეიძლება დააშანტაჟოს მთავრობა,-ასე პასუხობს საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს ელჩებმა ბიძინა ივანიშვილი დააშანტაჟეს, თუ ის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა.

ტელეკომპანია „იბერიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პასკალ მენიე დიპლომატიურ კორპუსთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

„მე წავიკითხე რაც სააკაშვილმა თქვა და მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა არცერთი დიპლომატის მხრიდან. მისი ხედვაა, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა ჰყავდეს კანდიდატი, თუმცა, პარტიაში არის ხალხი, ვისაც სურს, რომ ჰყავდეს კანდიდატი და ამ საკითხზე გრძელდება მსჯელობა. მან დააფიქსირა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი და ამაზე რამდენიმე ჩვენგანს, მათ შორის მეც დადებითი რეაქცია გვქონდა. ვიფიქრეთ, რომ ეს კარგი იდეაა, რადგან საქართველოს ძალთა ბალანსი სჭირდება. გარკვეულ მონოპოლისტურ სიტუაციებსაც აქვს ადგილი ქართული ოცნების შემთხვევაში გარკვეულ ინსტიტუციებში. მან ისიც აღნიშნა, რომ პარტიაში სურთ კანდიდატის წარდგენა და იგი თავისი პოზიციით იზოლირებულია , თუმცა, მიმდინარეობს დისკუსიები“ – აცხადებს პასკალ მენიე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები