ბრიტანეთის საბჭო პრეზენტაციას, „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა“ ხვალ გამართავს

ბრიტანეთის საბჭო ხუთწლიან პროექტს იწყებს, სახელწოდებით „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა”, პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნებში.
როგორც „კვირას“ ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ პრეზენტაცია ხვალ, 16:00-18:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდში“ გაიმართება.
„პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გავაცნობთ პროგრამის მიზნებსა და ამ პროგრამის ფარგლებში საუნივერსიტეტო პარტნიორობის განვითარების მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის პირობებს; ასევე, ვუპასუხებთ დასმულ კითხვებს.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე შემოქმედებით ინსტიტუციებს, მაგალითად ადგილობრივი მმართველობის და მუნიციპალიტეტების კულტურის დეპარტამენტებს, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს“,- აცხადებენ საბჭოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები