მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში, ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა

ზაფხულის პერიოდში შვებულებებისა და არდადეგების, დასასვენებლად გასვლისა და მგზავრობების გამო, როგორც წესი, დიარეის შემთხვევების რაოდენობა იზრდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დიარეის რიცხვი შემცირდა, თუმცა არა მკვეთრად. კერძოდ, 2018 წლის მაისში დიარეის 1005 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 1083 შემთხვევის აღრიცხვა მოხდა. რაც შეეხება ივნისის თვეს, წელს 1179 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 1284.
რაც შეეხება მწერების მიერ გადატანილი ინფექციების საკითხს, ლევან ბაიდოშვილის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ასეთი დაავადება არ დაფიქსირებულა.
ამასთან, ლევან ბაიდოშვილი განმარტავს, რომ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოში მალარიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„კოღოებისგან გადატანილი მალარია ან ფლებოტომუსებიდან გატანილი ლეიშმანიოზი ამ ეტაპზე, ზაფხულის პერიოდში ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში რამდენიმე, დაახლოებით 10-მდე პაციენტი გვიან შემოდგომით ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება, იმიტომ რომ წლების დინამიკა დაახლოებით ასე გვიჩვენებს“, – აღნიშნა ბაიდოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები