მამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის” პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას – „მწვანე ეკონომიკას” წარადგენს.
„მთავრობის „მწვანე ეკონომიკის” პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრი ხვალ ისაუბრებს.
გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები, წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები“,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაციას პრემიერი ხვალ, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის” ტერიტორიაზე გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები