ლევან იზორია: ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები პრემიით დაჯილდოვდებიან

ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები პრემიას მიიღებენ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები იდგება იქ, სადაც ამის საჭიროებაა.
„დღეს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანი ჩართვის და მივიღეთ გადაწყვეტილება, სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიით დავაჯილდოოთ.
ქართული შეიარაღებული ძალები იდგება იქ, სადაც ამის საჭიროებაა, ასე რომ, მომავალშიც სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა მოსახლეობის დასახმარებლადო“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
ამასთან, ლევან იზორიას თქმით, პრემიის ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები