პრემიერი ქართველი მოჭიდავის ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველი მოჭიდავის ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სპორტსმენის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმრებს უცხადებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგ ბალავაძე იყო მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი და ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ჭიდაობისა და საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს ამ დიდ დანაკლისს”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები