კონსტანტინე სირაძე: საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გიგა ბოკერიამ მშრალი მაგალითი დაასახელა

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილემ გიგა ბოკერიას მიერ მოყვანილი მაგალითი დეტალურად განიხილა და განმარტა, რა შემთხვევაში დგება პირის ბრალეულობა მკვლელობის თანაამსრულებლის, ან თანამონაწილეობის ფაქტზე.

„გიგა ბოკერიას წეღან იმიტომ ვკითხე, რომ ძალიან მშრალი ქეისი დაასახელა, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თავად რას იტყოდა თავად გიგა, ანუ მისი ჩვენება რა ინფორმაციის მატარებელი იქნებოდა, თუმცა იმ შემთხვევაშიც ავიღოთ რომ იგი საერთოდ არ გვაძლევს ჩვენებას. როდესაც ვმსჯელობთ ჯგუფურ დანაშაულზე და მით უმეტეს მკვლელობაში თანაამსრულებლობაზე და თანამონაწილეობაზე, აქ უნდა გვქონდეს ორი უმნიშვნელოვანესი გარემოება: პირველი – განზრახვა თვითონ თანაამსრულებლის, რომ მას სურს ეს ადამიანი მოკლას და მეორე – ამავე დროს იმის განზრახვა, რომ მას სურს სხვა პირებთან გააკეთოს და ეს განზრახვა მოიყვანიოს სისრულეში. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაუშვათ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ იჩხუბოს, ამ შემთხვევაში თუ ამ ქეისს შევადარებთ ამ საქმეს შევადარებთ, აქ ესეც არ არის. ბავშვები უბრალოდ მივიდნენ საქმის გასარკვევად და არსად არ ჩანს, რომ ისინი აპირებდნენ ვიღაცის ცემას და ნახეთ, რომ ის, რისთვისაც მივიდნენ ადგილზე, რაც იყო მიზეზი, რომ ა.ს. დაიჩაგრა და დახმარება სთხოვა დეიდაშვილს, რაც აბსოლუტურად ყველას მოგვსვლია სკოლაში, ვიღაცასთან გვიჩხუბია, გვიკამათია, მერე ჩვენზე უფროსებისთვის მიგვიმართავს, რისთვისაც იქ იყვნენ მისული ბავშვები, იქ ის ინცინდენტი ამოიწურა მას შემდეგ, რაც თ.ნ.-მ განაცხადა, რომ აქ ორივე მხარეს გიცნობთ და ის რაც მოხდა ამისთვის, ანუ ფაქტობრივად ის რაზეც ვსაუბრობ, რომ წინასწარი შეთანხმება და განზრახვა იმისა, რომ მოდი ჩვენ რაღაცა გავაფუჭოთ არ არსებობს, ხომ? თუმცა, ამ შემთხვევაში არსებობს უეცრად წარმოშობილი განზრახვა, სადაც რა თქმა უნდა იქაც გვყავდეს ორი ან მეტი თანაამსრულებელი, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ეს ყველაფერი რამდენიმე წამში ხდება დაახლოებით 30-40 წამში ხდება და ფაქტობრივად მ.კ.-ს ქმედება არის არა თანამონაწილეობა ამ დანაშაულში, არამედ მისი ასე ვთქვათ ქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ ჩხუბის დინამიურ პროცესში როდესაც ისიც კი არ იცის დანა საერთოდ აქვს თუ არა იმ ადამიანს, ავიღოთ პირობითად გ.ჯ. ან გ.ბ. და მიდის იმისათვის, რომ ეს მოჩხუბრები ერთმანეთ გამოარიდოს და ამ ფონზე თუნდაც ის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და ვნახეთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნით, რომ დათო სარალიძეს იმ ადგილას სადაც ამბობს მ.კ. თავის ჩვენებაში, რომ მე ხელი დავარტყიო, დაზიანება არ ქონია, და ამ ფონზე ჩვენ ვთქვათ, რომ ამ დინამიურ პროცესში, რომელიც რამდენიმე წამში დამთავრდა, მ.კ. არის მკვლელობაში თანამონაწილე, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ არ მინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიოთ “,-განაცხადა თბილისის პროკურორის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები