რუს ტურისტს, რომელსაც მყინვარწვერზე მეხი დაეცა, ოპერაციისთვის ამზადებენ

რუსი ტურისტი, რომელსაც მყინვარწვერზე მეხი დაეცა, ამჟამად დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და ოპერაციისთვის ამზადებენ.

როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს მეხის დაცემის შედეგად დაზიანებული აქვს, თავისა და სახის არე, გარდა ამისა მარცხენა ფეხის ტერფი.

მისი თქმით, რუსი ტურისტი კლინიკაში წუხელ გვიან ღამით სტეფანწმინდიდან ჩამოიყვანეს.

„პაციენტის თავად მეხის დაცემის მომენტი არ ახსოვს. მას მეხის დაცემისას დაუზიანდა თავისა და სახის არე, ეს არის შემავალი ჭრილობა, ხოლო ერთი გამავალი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში აღენიშნება. როგორც თავად ამბობს, 6 -კაციან ჯგუფში, ის პირველი მიდიოდა მყინვარწვერისკენ, როდესაც მეხი დაეცა. ამჟამად იგი მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში და ვამზადებთ საოპერაციოდ. ხვალ, უნდა ჩატარდეს ფეხის ტერფზე გადანერგვა. მისი მდგომარეობა სტაბილურია“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს,

1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა
დაშავებულ მამაკაცს ადგილზე დახმარება პოლონელმა მაშველებმა და გიდმა აღმოუჩინეს.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი, რომელმაც დაშავებული მყინვარწვერიდან ყაზბეგში ჩაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები