მამუკა ვასაძე: რამდენჯერაც წაიკითხავ სისხლის სამართლის საქმეს, იმდენჯერ დაგრჩება განცდა, რომ რაღაც კიდევ გასაკეთებელია

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ საგამოძიებო კომისიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ამ გადმოსახედიდან გამოძიების შეფასება არარელევანტურია, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ რეალურად, ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია.

„დღეის გადმოსახედიდან სავარაუდოდ იქნება ისეთი საგამოძიებო მოქმედებები რომლებსაც ჩავთვლით რომ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეს დღეის გადმოსახედიდან შესაფასებელია და ეს სისხლის სამართლის საქმე რამდენჯერაც სპეციფიკიდან გამომდინარე ვისაუბრებ, გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეს როცა უკვე დამასრულებელ ეტაპზეა, ადამიანი რამდენჯერაც წაიკითხავს, იმდენჯერ შეიძლება რომ შექმნილი იქნას განცდა რომ შეიძლება რაღაც დამატებით ჩატარებულიყო. თუმცა ერთია როცა ამას ბოლო ეტაპზე, ასე რომ ვთქვათ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეს კითხულობ და როგორც შემფასებელი ამ კატეგორიაში კითხულობ და მეორე არის როცა უშუალოდ შემოქმედი ხარ ამ საქმის, შემოქმედში ვგულისხმობ რა თქმა უნდა პროცესის მწარმოებელ პირებს, ვინც აწარმოებენ გამოძიებას.
მაშინ როცა მოწმენდილ ცაზე გიწევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ჩვენ ალბათ ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ შემთხვევის ადგილი, სადაც გამომძიებელი ზის და სხვა ინფორმაცია, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ამ ინფორმაციის ერთი პროცენტიც კი არ აქვს იმ გადმოსახედიდან თუ გავითვალისწინებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე იმპერატიულ მოთხოვნებს, რომ გამოძიება შეზღუდული იყო ერთთვიანი ვადით, იქ 40-დღიან ვადას ითვალისწინებს, თუმცა მაქსიმალურად საგამოძიებო მოქმედებები ერთ თვეში უნდა დასრულდეს და წარიმართოს სასამართლოში.
დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება არსებობდეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებსაც ჩავთვლით რომ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამის ვერჩატარების ობიექტური გარემოებები ალბათ პროცესის მწარმოებლები იყვნენ აქ განმარტებები გააკეთეს და თვითონ ახსნეს და მეტნაკლებად კი არა და ჩემთვის მაგალითად როგორც ყოფილი გამომძიებლისთვის დამაჯერებელი იყო“, – განაცხადა საპარლამენტო კომისიაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები