თბილისის პროკურორი: ნებისმიერი პირის მიმართ, თუ შეგროვდება მტკიცებულებათა სტანდარტი, დაიწყება დევნა

ქალაქ თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ კომისიის წევრის, ეკა ბესელიას ორ შეკითხვას უპასუხა.

კაპანაძემ განმარტა ექსპერტიზის დანიშვნისა და პასუხების ურთიერთკავშირი და განაცხადა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან გამოძიების შეფასება რელევანტური არ არის.

„ექსპერტიზა როდესაც დაინიშნა მოგვცა მან კითხვებზე პასუხი და ამით განისაზღვრა ჭრილობის ხანდაზმულობა და ხარისხი, ხოლო ტანსაცმელზე ჩატარებულმა კვლევამ გვითხრა, რომ ეს ჭრილობები იყო განვითარებული ბასრი საგნით. ის გარემოება, რომ ექსპერტიზა დაინიშნა 12 დეკემბერს, ამით არაფერი შეცვლილა. რა კითხვებზეც გვჭირდებოდა პასუხი, პასუხები მივიღეთ. გამოძიება ყოველთვის მზად არის ჩატარდეს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება და ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურ რეჟიმში მოვიპოვოთ ახალი მტკიცებულებები. როდესაც ეცნობი უკვე გამოძიებულ საქმეს, ამ გადმოსახედიდან შეილება ითქვას, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეიძლებოდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ გვქონდა მხოლოდ 30 დღიანი შემჭიდროებული ვადა. ამ ვადაში ჩატარდა 600-700 საგამოძიებო მოქმედება. შესაძლოა ამ ვადებმა გარკვეულწილად გამოძიების ხარისხზე იმოქმედა, თუმცა მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება. ამჟამად მიმდნარეობს გამოყოფილი საქმის გამოძიება და ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც შეგროვდება მტკიცებულებითი სტანდარტი, იმ პირის მიმართ დაიწყება დევნა“, – აღნიშნა მალხაზ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები