გია ვოლსკი: ქუმსიშვილი-ალავიძის საკითხის მიმართ სულსწრაფები და სკანდალის მოყვარულები ნუ ვიქნებით

“ნურც ქუმსიშვილს და ნურც ალავიძეს ნუ გამოვუტანთ ჯერ განაჩენს. იმიტომ, რომ შეკითხვები არსებობს, შეიძლება არამარტო მათ მიმართ. ნუ ვიქნებით ამ საკითხის მიმართ სულსწრაფები და სკანდალის მოყვარულები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხის მიმართ გუნდში ერთ-ერთი პრობლემა კომუნიკაცია იყო.

„გუნდი ჩუმად არ ყოფილა. გუნდი რომ ჩუმად ყოფილიყო, ჩვენ ამ ცვლილებებს ვერ მივიღებდით. დაგვიანებით არის თუ დროზე არის, სჯობს, რომ არის. და მეორე საკითხია ის, რომ კომუნიკაციების პრობლემები წარმოიშვა,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები