ოჯახები უმეტესად ქალების ინიციატივით ინგრევა – განქორწინების სტატისტიკა საქართველოში

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოებში მეუღლეთა შორის განქორწინების დავებზე  ინფორმაციას ავრცელებს და შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში, 2018 წლის მდგომარეობით, კვლავ მაღალი რჩება საოჯახო დავების რიცხვი. კერძოდ, მაღალია სასამართლოს გზით განქორწინების მოთხოვნის მაჩვენებელი, რაც დამატებით იწვევს ალიმენტის დაკისრების, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილებთან ურთიერთობის სპეციალური წესის შემოღების მოთხოვნები. ამასთან, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის საკითხები, რაც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში, უკიდურესად მწვავედ აისახება არასრუწლოვანი შვილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე და მათ სრულფასოვან განვითარებაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს – 10 222, 2016 წელს – 9539, 2015 წელს – 9112, 2014 წელს – 9119 და 2013 წელს –  8039. ამავე პერიოდის მონაცემისთვის, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს – 144,161 შემთხვევას. კერძოდ, 2017 წელს – 23,684, 2016 წელს – 25,101, 2015 წელს – 29,157, 2014 წელს – 31,526 და 2013 წელს – 34,693.

ია გოგნაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა სტატისტიკური მონაცემები საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა სიმრავლით ყველაზე მსხვილი ინსტანციის – თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებული საოჯახო დავებზე სარჩელების და მათი მოთხოვნების მიხედვით, რომლის შედეგებიც შემდეგნაირია:

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში დანაშაულის 746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.

ია გოგნაძის შეფასებით, მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში.

“მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები