ილია II: გამოვთქვამთ იმედს, რომ საბერძნეთის მოსახლეობა, ღვთის შეწევნით, ღირსეულად გაუმკლავდება ამ დიდ განსაცდელს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საბერძნეთში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსს, იერონიმე მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„თქვენო უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას საბერძნეთში, ათენის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დიდი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე ქვეყანას.

თქვენთან ერთად ვლოცულობთ გარდაცვლილთა სულების საოხად და შევთხოვთ უფალს, დააცხროს ეს სტიქიური უბედურება და მოგმადლოთ მშვიდობა და წყალობა თვისი.

გამოვთქვამთ იმედს, რომ საბერძნეთის მოსახლეობა, ღვთის შეწევნით, ღირსეულად გაუმკლავდება ამ დიდ განსაცდელს და ყველას აჩვენებს მხნეობისა და სიმტკიცის მაგალითს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსნებთ, რომ საბერძნეთში, ორშაბათს დაწყებული ტყის ხანძრის შედეგად, 74 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები