ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პრიზი გადასცა

„ეს პრიზი და აღიარება არის იმ შრომის შედეგი რაც მიმართულია საერთო საქმისთვის, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ იყოს ძლიერი პარლამენტი და ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პრიზის გადაცემის შემდეგ განაცხადა.

ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პრიზი გადასცა. დეპუტატის აქტივობა რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა, მათ შორის, ინიცირებული კანონებით და სიტყვით გამოსვლებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პრიზი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც გადასცა, როგორც ყველაზე აქტიურ კომიტეტს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარმოადგინა, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და პრიზები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები