ქუთაისში აფეთქება მოხდა – წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები