ბათუმში, ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს

ბათუმში, ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.
მაღაზიის მეპატრონეების ინფორმაციით, დილით სავაჭრო ობიექტების მინები დაზიანებული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, ოთხივე მაღაზიიდან მხოლოდ თანხა არის წაღებული. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავეები დადგენილები არიან, რომლებიც შესაბამის პასუხისგებაში მიეცემიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები