პატრიარქი სამებაში შეუძლოდ გახდა

საქართველოს პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა, რის გამოც წირვა ვერ აღავლინა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, იგი ტაძრიდან გაიყვანეს.
ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ამ დროისთვის პატრიარქი საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და მას ექიმებმა სთხოვეს, რომ წირვაზე არ წაბრძანებულიყო, თუმცა უწმინდესი სამებაში მაინც წავიდა.
“პატრიარქი მანამდე ფასანაურში ბრძანდებოდა, ალბათ, წნევის ცვალებადობამაც იმოქმედა. დილიდან შეუძლოდ იყო, ვთხოვეთ ექიმებმა, არ წაბრძანებულიყო, თუმცა მაინც წაბრძანდა წირვაზე. ახლა თავს კარგად გრძნობს, საპატრიარქოში ბრძანდება და ისვენებს, თუმცა მაინც ჩვენი დაკვირვების ქვეშ იქნება“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები