ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით

ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით,-ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომელიც “ქრონიკამ” მოიპოვა.

დასკვნის თანახმად,  ლორა სმითის სხეულიდან ამოღებულია ბრალდებული მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი.

უფრო კონკრეტულად კი ლორა სმიტის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი წილი ეკუთვნის მალხაზ კობაურს და მეორე წილი – ლორა სმიტს.

“ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს”,-წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. რადიკალურად განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები