14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი – აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარე დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. თორნიკე რიჟვაძე – 14 ერთის წინააღმდეგ ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს, მას აჭარის მთავრობაში ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბოლოჯერ სიმბოლურად უმასპინძლებს.

კენჭისყრის შესაბამისად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ზაურ ფუტკარაძეა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი კი ინგა შამილიშვილი.

კენჭისყრამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია კანდიდატების სამოქმედო პროგრამას 3 საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში ისმენდა. კითხვების ნაწილს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. კენჭისყრაში მონაწილება “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად, არ მიიღო. სესიას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები