ირაკლი კობახიძე: მთავარია არა სასახლე, არამედ პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

„მთავარია არა სასახლე, სადაც პრეზიდენტი უნდა იმყოფებოდეს, არამედ პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად ინტელექტუალი უნდა იყოს და ის კონსტიტუციური ფუნქციები უნდა ესმოდეს, რომელიც მიკუთვნებული აქვს.

„მთავარია არა სასახლე, სადაც პრეზიდენტი უნდა იმყოფებოდეს, არამედ პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება. პრეზიდენტი პარლამენტში მაღალი ხარისხის სიტყვით უნდა გამოდიოდეს, კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდეს და იმ ტერმინოლოგიას არ იყენებდეს, რომელსაც გუშინ ოპონენტების მიმართ იყენებდა. ასევე, თანმიმდევრული იყოს და ის არ გააკეთოს, რაც აჭარაში გააკეთა, როცა ყველამ იცოდა, რომ უმაღლეს საბჭოში 2/3 იყო წარმოდგენილი და “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უნდა დაესახელებინა, თუმცა ბათუმში ჩავიდა და ოპოზიციას უთხრა, კანდიდატი დაყენებული რატომ არ გყავთო. კანდიდატი დაასახელებინა, რაც უკვე კომიკური მოვლენა იყო და მერე ეს კანდიდატი არ დაუსახელა. როცა პრეზიდენტი არათანმიმდევრულია, სასახლეებზე საუბარი ზედმეტია. მთავარია, პრეზიდენტი თავის კომპეტენციას სწორად ახორციელებდეს, თანმიმდევრული და შესაბამისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი იყოს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები