კახა კალაძე: გიორგი მარგველაშვილს ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. მისივე თქმით, მოსახლეობა ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას მიუჩენს ადგილს.

“ცოტა გასაოცარი იყო მისი განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ზოგადად, მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს არსებულ მდგომარეობას და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. არჩევნები ყოველთვის გვაჩვენებს რეალურ სურათს, შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას მოსახლეობა მიუჩენს თავის ადგილს. მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისათვის, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები