გიორგი მიქაუტაძე: მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 73-მა პირმა გადალახა

“გამოცხადდა 233 მონაწილე, მათგან ზღვარი გადალახა 73-მა პირმა, საიდანაც 1 არის საერთო სპეციალიზაციით, 21 – სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ხოლო 51 – სისხლის სამართლის სპეციალიზაციით”,- ამის შესახებ საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით ეს ნორმალური მაჩვენებელია.

“ეს არის საერთო გამომსვლელების დაახლოებით 30%, რაც, ვფიქრობ, რომ ნორმალური მაჩვენებელია. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას ყოველწლიურად ჩავატარებთ. ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებაა და ჩვენ გავაკეთებთ იმის ორგანიზებას, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს ეს გამოცდა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

როგრც მან აღნიშნა, პირს, რომელიც გამოცდის შედეგებით უკმაყოფილოა, შეუძლია პრეტენზიით საკვალიფიკაციო ჯგუფს მიმართოს, თუმცა ამისთვის მას 70 ქულა უნდა ჰქონდეს.

ცნობისათვის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა. მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა მიმდინარე წლის 28 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები