ივერთუბანში, ორ დიდ ქუჩაზე გზის საფარის დაგება მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ და ამავე რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკილაძემ ჩუღურეთის რაიონში, ე.წ. „ივერთუბანში“ (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე) მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატი და გამგებელი აღნიშნულ დასახლებაში აგიაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩებზე გზის საფარის დაგების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, „ივერთუბანში“, სადაც მოსახლეობა დაახლოებით ორი ათეული წლის წინ დასახლდა, არ არსებობდა კომუნიკაციები. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება „ივერთუბნის“ მოსახლეობისთვის ამ პრობლემის მოგვარება იყო.

„კომპანია “GWP”-ს დახმარებით, დასახლებაში წყლის ქსელი 2017 წელს მოეწყო, ამჟამად განათების სისტემის მონტაჟი და ყველა შიდა გზის მოხრეშვა მიმდინარეობს. ორ დიდ ქუჩაზე, აგიაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩებზე, საკანალიზაციო ქსელი მოეწყო და ახლა ამ ქუჩებზე ასფალტის საფარი იგება. როგორც კი სხვა ქუჩებზეც მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი, გზის საფარი სხვა ქუჩებზეც დაიგება“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

აგიაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი, მთლიანობაში, 4800 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები