ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის ჭერზე ელექტროსადენებს გაუჩნდა და შემდეგ მესამე სართულზე გავრცელდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, ხანძარმა ორი საცხოვრებელი ბინის კედლების ნაწილი დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები