ვალერიან საღლიანი საწოლს არის მიჯაჭვული, სხვისი დახმარების გარეშე, ვერაფერს აკეთებს – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის წინ, ვალერიან საღლიანის ცხოვრებაში მოხდა დიდი უბედურება – იგი შემთხვევით გადმოვარდა მეორე სართულის აივნიდან. ვალერიანი გადარჩა, თუმცა ხერხემლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, იგი საწოლს არის მიჯაჭვული. ერთ დროს აქტიური და ენერგიული ადამიანი, ახლა სხვისი დახმარების გარეშე, ვერაფერს აკეთებს, მისი სხეული პარალიზებულია.

ჩერნოვეცკის ფონდის ინფორმაციით, უბედურ შემთხვევამდე, ვალერიანი ხეზე გრავირების ოსტატად მუშაობდა. ამ საქმეს იგი დიდი რუდუნებით უდგებოდა და მთელ თავის ენერგიას აქსოვდა ნამუშევრებში, რომელთა გარკვეული ნაწილი სამების საკათედრო ტაძარში ინახება.

ტრაგედიის შემდეგ, ვალერიანის ოჯახის წევრებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, რათა ავადმყოფისთვის ემკურნალათ. ასე აღმოჩნდნენ ისინი ნაქირავებ ბინაში. დღეს ვალერიან საღლიანის ოჯახს ძალიან უჭირს. მიზერული სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, რომ საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს სათანადო მოვლა გაეწიოს. ხშირად მათ ელემენტარული წამლის ფული არ აქვთ, რაც ნეგატიურად აისახება ვალერიანის ჯანმრთელობაზე. მას აწუხებს გაუსაძლისი ტკივილები, უძილობა, ნაწოლები, ტროფიკული წყლული… თითქმის ყოველ თვე მას ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

თუ გაქვთ ვალერიან საღლიანის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვალერიან საღლიანი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/345-sagliani/

კეთილი ადამიანების მოწყალების იმედად დარჩენილი – პროექტები – ჩერნოვეცკის ფონდი

chernovetskyifund.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები