თბილისის რამდენიმე ქუჩას ყურძნის ჯიშების სახელები დაარქვეს

კრწანისის რაიონში, ვლადიმერ წითლანაძის ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს ცოლიკაურის სახელი ეწოდა.
კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. ახალი ხეივნის ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს უსახელოურის სახელი მიენიჭა.
სამგორის რაიონში ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ ერთ ჩიხსა და ერთ შესახვევს რქაწითელის სახელი ეწოდა.
კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. III ხეივნის ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს ბადაგის სახელი მიენიჭა.
ქუჩებისთვის სახელების მინიჭების შესახებ განკარგულება თბილისის საკრებულომ გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები