ათენში 21 წლის შოთა ვართუმაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება

22 ივლისს, ათენის კულტურის ცენტრში, ქართულ – ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება 21 წლის შოთა ვართუმაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას გამართავს.
აქციის ორგანიზატორია   ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება.

როგორც “კვირას” ახალგაზრდული გაერთიანების დამფუძნებელმა ნესი რობაქიძემ განუცხადა, საქველმოქმედო აქციაზე დაგეგმილია პოეზიისა და მუსიკის საღამო, ხელნაკეთი ნივთებისა და სამკაულების; წიგნების; ტკბილეულის გამოფენა გაყიდვა.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხა შოთა ვართუმაშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.
მისამართი: ქ. ათენი, პატისიონის 81. განათლბისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „კვირამ“ შოთიკო ვართუმაშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა – (http://kvira.ge/408623)
21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი 2 წელია რაც საწოლს არის მიჯაჭვული. იგი ავტოავარიაში მოყვა და დღემდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი სხეული პარალიზებულია, აღენიშნება მრავალი მოტეხილობა, ყელში სტომა აქვს ჩადგმული, თავის ქალაში კი – პლასტიკა. შოთიკოს მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა – მძიმე ავადმყოფია, რომელიც თავის ტვინის დაავადების გამო ვერავის ცნობს და ნათესავებმა წაიყვანეს მოსავლელად. ამ ყმაწვილს 80 წლის ბებია უვლის, რომელიც სასოწარკვეთას არის მიცემული. წარმოუდგენლად რთულია შეეგუო საკუთარი შვილიშვილის უბედურებას, რომელსაც თან მატერიალური სიდუხჭირე ერთვის, რის გამო საცოდავი მოხუცი ვერ უზრუნველყოფს ავადმყოფს სათანადო მოვლით.
თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა ვართუმაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ, „კვირას“ რედაქციას საბერძნეთიდან, ქართულ-ბერძნული ახაგაზრდული გაერთიანების წევრები დაუკავშირდნენ და შოთიკოს დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები