RMG-იმ მძიმე ტექნიკის ავტოპარკი განაახლა

თანამედროვე ტიპის უახლესი კარიერული თვითმცლელები RMG-იმ, მსოფლიოში უმსხვილესი სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის “ავტოტექნოსგან” შეიძინა. მხარეებს შორის 2018 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის მძიმე ტექნიკის ავტოპარკს 24 ერთეული HOWO-ს ტიპის კარიერული თვითმცლელი შეემატა. ზაფხულის განმავლობაში კი RMG მძიმე ტექნიკის ავტოპარკს სრულად განაახლებს.
როგორც “კვირას” კომპანია RMG-დან აცნობეს, ავტოპარკი მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის CATerpillar-ის ტიპის 2 ბულდოზერით და 2 ავტო-თვითმცლელით, ასევე 4 HITACHI-ს ტიპი ექსკავატორით შეივსო.
მომწოდებლის ინფორმაციით, RMG-ის უსაფრთხოების მოთხოვნიდან გამომდინარე, მანქანები უსაფრთხოების დამატებითი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. განსაკუთრებით გაძლიერებულია მანქანების სავალი ნაწილი, რადგან მათ მუდმივად მოუწევთ კარიერზე მოძრაობა.
„RMG-იმ განახორციელა მძიმე ტექნიკის ავტოპარკის სრული განახლება. შევიძინეთ 30 ერთეულზე მეტი თანამედროვე ტიპის კარიერული მძიმე ტექნიკა. კომპანიის პრიორიტეტი ადილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. ავტოპარკის განახლება დამატებით 150-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მოგვცემს. ეს ყველაფერი კი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რისთვისაც RMG-ის მთელი გუნდი 24-საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობს.“ – განაცხადა RMG-ის წარმოების დირექტორმა სამთო-ტექნოლოგიურ დარგში, კობა მენაბდიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები