ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებს

ზესტაფონის სოფლებში, კვალითსა და ცხრაწყაროში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

„მოსახლეობის მოთხოვნების ნაწილი სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზის ერთ–ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციასაც შეეხებოდა, რომლის აღდგენაც  წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის“,- აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთის სრულ აღდგენამდე, მერი მოსახლეობას გზის  ნაწილის მოსწორებასა და მოხრეშვას დაპირდა.

„გზის ამ მონაკვეთით ორივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და სრულ რეაბილიტაციამდე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილი მოიხრეშოს და უსაფრთხო გახდეს გადაადგილებისთვის“, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა ჯონდო ბერეკაშვილმა.

ორივე სოფლის მოსახლეობამ ასევე პროტესტი გამოთქვა კომუნიკაციების ერთ–ერთი პროვაიდერი კომპანიის მიმართ, რომელიც სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადამცემი ანძების დამონტაჟებას გეგმავს. კახაბერ მახათაძე მოსახლეობას საკითხის შესწავლასა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

„მოსახლეობის ინტერესები უპირველესია და ჩვენი ვალდებულებაა ვითანამშრომლოთ მათთან. ყველანაირად ვეცდებით დავეხმაროთ ამ სოფლებს პრობლემების მოგვარებაში. რაც შეეხება გზას, პროექტი უკვე დამტკიცებულია და წლის ბოლომდე ორივე სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მოხდება“,- ამბობს კახაბერ მახათაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები