ბოლნისში, ახალი სანიაღვრე სისტემები წელსაც მოეწყო

ბოლნისში, მიმდინარე წელს, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა განხორციელდა. ვაჟა ფშაველას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პროექტში ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ.

„მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მოეწყო 520 გრძივი მეტრის სანიაღვრე სისტემა, ნიაღვარმიმღები ჭა და 27 ცხაური. ასევე მოხდა დაზიანებული გზის აღდგენა ასფალტობეტონის საფარით“,- აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

სანიაღვრე სისტემების მშენებლობა რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები