გარდაბანში ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ის ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები