ავთანდილ ცინცაძე – ანბანის ბაღში შენობის დემონტაჟისას ორივე მხარის ინტერესი დაკმაყოფილდება

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში მიმდინარე მშენებლობა შეჩერებულია და ნაგებობის დემონტაჟი მალე დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
როგორც თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, შენობის დემონტაჟი მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და ის დაკმაყოფილდა, თუმცა უგულებელყოფილი არც კერძო მესაკუთრის სურვილი იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქალაქის ხელმძღვანელობა ორივე მხარის ინტერესებს დაიცავს.
“ეს მშენებლობა დიდი დიღმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახლდათ. გარდა იმისა, რომ შენობა უსახური იყო, ის მწვანე სივრცეში, შეუსაბამო ადგილას შენდებოდა, რაზეც მოსახლეობა წუხდა, აქციებიც კი გამართეს. ჩვენ მათ შევხვდით და დავპირდით, რომ ვითარება კანონის ჭრილში მოექცეოდა. შესაბამისად, უკვე გადაწყდა, რომ შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ “ხელების ამობრუნების” ძველ პოლიტიკას და ცხადია, ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებას ვაპირებთ. ადგილმონაცვლეობის შედეგად არც მეპატრონის ინტერესი დაზიანდება და მოსახლეობის სურვილიც შესრულდება.”- აცხადებს ავთანდილ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები