კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში, ბარათაშვილისა და ორბელიანის ქუჩებზე, სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ბარათაშვილზე 163, ხოლო ორბელიანზე 635 გრძივი მეტრი ახალი ქსელი მოეწყობა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მნიშვნელობა ისაუბრა.
გამგებლის თქმით, ქუჩებზე, სადაც აღნიშნული პროექტები ხორციელდება, საცხოვრებელი პირობები ბევრად გაუმჯობესდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემებიც მოუგვარდება.
„უხვი ნალექი აქ მცხოვრებებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. იტბორება, როგორც ეზოები, ასევე გზის სავალი ნაწილი. სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ ვითარება სრულიად შეიცვლება“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
სანიაღვრე არხების მშენებლობას გამგეობა შემოდგომისთვის დაასრულებს. პროექტების საერთო ღირებულება 313 991 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები