თბილისში, ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 22 ივლისს, 21:00 საათზე, ვაკის პარკში, მსმენელის წინაშე ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება, რომელიც რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებს – „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ შეასრულებს.
„140-წლიანი ისტორიის მქონე „სვეელინკ ორკესტრი“, რომელიც 100-მდე სტუდენტს აერთიანებს, თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმს ეწვევა. „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ ერთ-ერთ უკიდურესად რთულ და ინსტრუმენტული გადაწყვეტის მხრივ პროგრესულ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამიტომ, ორკესტრში ჩართულია 30 შემსრულებელი და გამოყენებულია ვაგნერის პერიოდისთვის ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი. რიხარდ ვაგნერის ზემოაღნიშნული ნაწარმოები საქართველოში პირველად შესრულდება. ამასთანავე, ნიდერლანდების ორკესტრი მსმენელისთვის რამდენიმე ქართულ ნაწარმოებსაც შეასრულებს“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები