გორის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ტრაილერის მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ავარიისას, ავტობანზე მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები არ დაზიანებულა.

შემთხვევა ,,სმარტთან” მდებარე გვირაბთან მოხდა. ავტომანქანამ მართვა გვირაბიდან გამოსვლისას დაკარგა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები