მაშველებმა შავ ზღვაში დახრჩობას 14 წლის ბიჭი გადაარჩინეს

ბათუმში, მახინჯაურის სანაპიროზე მაშველმა მირიან აფაქიძემ 14 წლის ბიჭი გადაარჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური არვცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიჭი სანაპიროდან 60 მეტრის მოშორებით იყო ზღვაში შესული და დახმარებას ითხოვდა.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები