6 თვეში ქართველებმა საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 791,4 მლნ ლარი დახარჯეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით წინა წელთან შედარებით 32,3%-ით მეტი დახარჯეს, რაც, ჯამში,791 498 000 ლარია.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ივნისში, ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 140 863 000 ლარი გაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 28 193 000 ლარით, ანუ 25%-ით მეტია.
2017 წლის ივნისში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 112 670 000 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ივნისში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 30 698 000 ლარია განაღდებული. პოსტ-ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით 110 164 000 ლარის ოპერაციაა შესრულებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები