ზესტაფონში, ავტომაგისტრალზე მდებარე კვების ობიექტები შემოწმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.
„შემოწმების პროცესში, იმერეთის რეგიონული სამსახურის სპეციალისტებთან ერთად, თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი. მიმდინარე თვის განმავლობაში, აღნიშნულ ობიექტებში შემოწმება მეორედ ტარდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა 31 ობიექტში, საიდანაც, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 16-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამ დროისთვის საწარმოო პროცესი ყველა ბიზნესოპერატორს უკვე აღუდგა“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ბიზნესოპერატორებმა სააგენტოს მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს და, გადამოწმებისას, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.
„სააგენტო აგრძელებს ტურისტულად აქტიურ ადგილებში მდებარე კვების ობიექტების შემოწმებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და აქტიური კომუნიკაცია ბიზნესოპერატორებთან უვნებლობის სტანდარტების და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვის მიზნით”, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები