თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობეს, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, წურწუმიას, შავიშვილის, ბოროდინის, სართიჭალის და იზაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, შარტავას, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის და ისაკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ტაბახმელას მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეონიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები