პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ადაპტირებულ სკვერში ანიმაციური და მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართა

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე № 62-ე სრულად ადაპტირებულ სკვერში ანიმაციური და მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.

ვანო ზარდიაშვილი  თბილისის მერს, კახა კალაძეს, მსგავსი ინიციატივისა და წამოწყებისათვის მადლობას უხდის.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროექტში თვალსაჩინოა მოზარდ-ახალგაზრდების მაღალი ჩართულობა. კინო ჩვენება არ იყო ერთჯერადი, რადგან ჩვენი მიზანია მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებაში და მათთვის პოზიტიური გარემოს შექმნა“, -აღნიშნავს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები